კურსი: 1.8400
კალათის ნახვა
თქვენი კალათა ცარიელია.

 
Georgian English 
 

თავფურცელი
შეძენის წესები
მომსახურება
ჩვენს შესახებ
დაგვიკავშირდით
თაიგულები საქორწილო თაიგულები არტ კომპოზიციები გვირგვინები გაფორმება შობა - ახალი წელი საქორწილო ვარცხნილობა ფურშეტი
ლოგ-ინი:
პაროლი:
 
დაკარგეთ პაროლი?
ანგარიში ჯერ არ გაქვთ?
შექმენით
 
შეძენის წესები ბეჭდვა ელ-ფოსტა
03/04/2008 10:17

ყვავილების მაღაზია-სალონი ”ფიორი”

ესტუმრეთ ჩვენს მაღაზიას აბაშიძის 46-სა და პეკინის 37-ში, სადაც მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური ფლორისტები;

ასევე შეიძინეთ ჩვენი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, ჩვენს ვირტუალურ მაღაზიაში.

შეკვეთის გაფორმებისა და  შესრულების პირობები:
  • იმისათვის, რომ თქვენი შეკვეთა შესრულდეს, საჭიროა მისი გაფორმება  მინიმუმ 24 საათით ადრე.
  • თუ შეკვეთის შესასრულებელი დრო 24 საათზე ნაკლებია ან , თუ თქვენ ვერ აირჩიეთ შემოთავაზებული კატალოგიდან პროდუქტი და გსურთ ინდივიდუალური შეკვეთა,  მაშინ ფორმდება ექსპრეს შეკვეთ -  უშუალოდ მენეჯერთან შეთანხმებით. ამისათვის  უნდა დაგვიკავშირდ10:00-დან 20:00-მდე ტელეფონის ნომრებზე:  აბაშიძის 46-ში ნომერზე  (+995 32) 22-61-60  და პეკინის 37-ში ნომრებზე:(+995 32) 37-36-18 (+995 32) 45-24-52,  877-413618; ან მოგვწეროთ:  sales@fiori.ge; ან სურვილისამებრ მობრძანდეთ რომელიმე ჩვენს სალონი; 
  • ყვავილების სალონი ”ფიორი”   უფლებას  იტოვებს  შეკვეთაში ყვავილის და შესაფუთი მასალის ექვივალენტურ ჩანაცვლებას იმ პირობით, რომ საერთო დიზაინი, ფერთა გამა და ფასი იქნება შენარჩუნებული.
  • თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყვავილები ადგილზე მიტანით  ან მიტანის  გარეშე. ადგილზე მიტანის სამსახური მუშაობს ყოველ დღე, შეკვეთის შესრულება შესაძლებელია  დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.  ”მიტანის გარეშე” - თქვენ უნდა მიაკითხოთ შეკვეთას ჩვენს სალონში აბაშიძის 46-ში შეთანხმებულ დროს.
თუ თქვენ გსურთ ყვავილები ადგილზე მიტანით, მაშინ უნდა დაიცვათ შემდეგი   პირობები:
  • ონლაინ შეკვეთის შემთხვევში ადგილზე მიტანას ვახორციელებთ თბილისის და მის შემოგარენ ტერიტორიაზე (მცხეთა-რუსთავი).აქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მიტანა ხდება მენეჯერთან უშუალო მოლაპარაკებითა და წინასწარი ანგარიშსწორებით.   თუ მიტანის მისამართი არ ჯდება ზემოთ აღნიშნულ ფარგლებში, ჩვენი მენეჯერი ეცდება დაგიკავშირდეთ. თუ ეს ვერ მოხერხდება შეკვეთა შესრულდება მიტანის გარეშე. თქვენი თაიგული შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს  ყვავილების სალონში (აბაშიძის 46-ში) სადაც იგი შეინახება  24 საათის განმავლობაში.
  • რეგისტრაციის დროს გთხოვთ  ყურადღებით შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა.  სრულად შეავსეთ თქვენი  და მიმღების რეკვიზიტები. მიუთითეთ  ზუსტი მისამართი,  (ქუჩა, ჩიხი, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისია მისამართთან ერთად მიუთითეთ კომპანიის დასახელება) და აუცილებლად თქვენი  საკონტაქტო ტელეფონი.  თუ ადგილზე მიტანა ვერ მოხერხდა ინფორმაციის უზუსტობის გამო  ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად.  თქვენი თაიგული შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს სალონში ( აბაშიძის 46-ში), სადაც იგი შეინახება  24 საათის განმავლობაში.
  • სასურველია  მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი. მისი არქონის შემთხვევაში,  თუ მიმღები არ დაგვხდება ადგილზე, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ თაიგული დავუტოვოთ მესამე პირს (მეზობელს ან კოლეგებს) და შეკვეთა ითვლება შესრულებულად.  თუ ყვავილების გადაცემა ვერ მოხერხდა მესამე პირზეც თქვენი თაიგული შეინახება 24 საათის განმავლობაში ჩვენს სალონში (აბაშიძის 46-ში) და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.
  • შეკვეთის შესრულებისათვის აუცილებელია მითითებული იყოს შეკვეთის შესრულების თარიღი.
  • დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ შეკვეთის შესრულების დრო;
  • ასევე შეგიძლიათ  მიუთითოთ ტექსტი, რომელიც ბარათის სახით დაერთვება თქვენს მიერ არჩეულ თაიგულს.

ანგარიშსწორება - ჩვენი სალონი გთავაზობთ ანგარიშსწორების 2 სახეს:

  •  ბარათით გადახდა;
  • ანგარისწორება კურიერთან - კურიერი მოგაკითხავთ თქვენ, მოხდება ანგარიშსწორება და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდება შეკვეთა.

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ყვავილების შეძენისათვის:

  1. გაიარეთ რეგისტრაცია. ყურადღებით შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა. მიუთითეთ თქვენი რეკვიზიტები სრულად. მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ წერილს რეგისტრაციის დასტურის ბმულით და პაროლით. ამ წუთიდან თქვენ ჩვენი მომხმარებელი ხდებით და ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ ხარისხიანი მომსახურება.
  2. პროდუქციის შეძენის დროს თქვენ ირჩევთ სასურველ პროდუქტს და აჭერთ ღილაკს ”ყიდვა”. მომხმარებლის კალათში აისახება თქვენს მიერ არჩეული პროდუქტი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდროულად რამოდენიმე პროდუქტი და არეგულიროთ თითოეულის რაოდენობა.  
  3. ამის შემდეგ აჭერთ ღილაკს ”გადახდა”. ირჩევთ მომსახურების ფორმას (მიტანით ან მიტანის გარეშე ) ასევე  გადახდის მეთოდს (გადახდა მიწოდებისას ან გადახდა საკრედიტო ბარათით - გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ბანკის ვიზა ან მასტერკარდის პლასტიკური ბარათით). ეკრანზე გამონათდება ფანჯარა სადაც კიდევ ერთხელ საშუალება გეძლევათ გადაამოწმოთ თქვენი შეკვეთების დეტალები. აქვე აუცილებლად  უნდა მიუთითოთ შეკვეთის შესრულების ანუ მიტანის თარიღი.  დამატებით ინფორმაციაში მიუთითითეთ მიტანის სასურველი საათი, შეგიძლიათ მიუთითოთ ტექსტი ბარათისათვის და შეკვეთასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია. ამის შემდეგ აჭერთ ღილაკს ”შეკვეთის დადასტურება”.
  4. დააჭირეთ ღილაკს ”გადახდა”.
გაცნობებთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად, კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირზე გადაცემას. მიმღებ თქვენი სურვილისამებრ გადაეცემა მხოლოდ ბარათ ტექსტით. საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია ბანკი ქართუს უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით.
 
 
          

Copyright © Fiori Ltd. 2008
Developed by Studio CS