კურსი: 1.8400
კალათის ნახვა
თქვენი კალათა ცარიელია.

 
Georgian English 
 

თავფურცელი
შეძენის წესები
მომსახურება
ჩვენს შესახებ
დაგვიკავშირდით
თაიგულები საქორწილო თაიგულები არტ კომპოზიციები გვირგვინები გაფორმება შობა - ახალი წელი საქორწილო ვარცხნილობა ფურშეტი
ლოგ-ინი:
პაროლი:
 
დაკარგეთ პაროლი?
ანგარიში ჯერ არ გაქვთ?
შექმენით
 
ჩვენს შესახებ ბეჭდვა ელ-ფოსტა
03/04/2008 10:36
 ყვავილების სალონი “ფიორი” 
გაიხსნა 2005 წლის ივლისში 
სალონს აქვს ორი ფილიალი, მათი მისამართებია:
ქ. თბილისი  - ი. აბაშიძის ქ.№ 46   და ქ. თბილისი  - პეკინის გამზ. №37  
 img_9103.jpg23-11-2008.jpg

დაარსების დღიდან სალონი ემსახურება, როგორც კერძო მომხმარებელს ასევე კომერციულ და სახელმწიფო ორგანიზაციებს. ჩვენ გვყავს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ  ნებისმიერი მოჭრილი ყვავილის, ქოთნისა და ბაღის მცენარის მოწოდებას დროის მცირე მონაკვეთში, რაც ფართო არჩევანის შესაძლებლობას განაპირობებს.  

ფიორი” გთავაზობთ:

• თაიგულებს და კომპოზიციებს ცოცხალი  და ხელოვნური ყვავილებისაგან;
• სახვადასხვა ღონისძიების გაფორმებას;
• ლანდშაფტის, შენობების შიდა და გარე გაფორმებას;
• ქოთნის მცენარეების ფართო არჩევანს.

დაბადების დღე, დედის დღე, ვალენტინობა, მატება ოჯახში, დღესასწაული, ან უბრალოდ კარგი განწყობა... ნებისმიერი მიზეზისთვის არსებობს იდეალური ყვავილი. თაიგული არ არის უბრალოდ ლამაზად შეკრული ყვავილების კონა. ის არის ხელოვნების ნიმუში.

ყვავილების სალონში “ფიორი” ყველა თაიგული თუ კომპოზიცია იქმნება პროფესიონალი დიზაინერის მიერ და არის უნიკალური. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოული მომხმარებლის პირად გემოვნებას ისევე, როგორც იმ ადამიანის ხასიათს, ვისთვისაც  ეს საჩუქარი იქმნება.

სალონი უზრუნველყოფს სხვადასახვა დიდი თუ მცირე ღონისძიების გაფორმებას, როგორიც არის ქორწილი, წვეულება, დღესასწაული, ოფიციალური ღონისძიება (ვიზიტი, პრეზენტაცია და ვახშამი), მიღებული სტანდარტებისა და ეტიკეტის, ინტერიერისა და შემკვეთის სურვილის გათვალისწინებით.

“ფიორი” ასევე გთავაზობთ შენობების, კერძო სახლების,  აგარაკების, შიდა ინტერიერის და ფასადის გაფორმებას. ჩვენ  უზრუნველვყოფთ ისეთი სახის სამუშაოებს, როგორიცაა: ფიტო დიზაინი (ლენდსკეიპინგი), პარკების და სკვერების გაფორმება მრავალწლიანი ყვავილებით, ნარგავებით და სხვა მცენარეულობით.


ჩვენი სალონის მომსახურებით სარგებლობს:

• საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;
• საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო;
• საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
• საგარეო საქმეთა სამინისტრო;
• სასტუმრო “მერიოტი”
• სასტუმრო “მერიოტ ქორთიარდი”
• სასტუმრო “ბეტსის გესტჰაუსი”
• სასტუმრო “პრიმავერა”
• რესტორანი “მეტეხის ჩრდილი”
• ჯეოსელი
• სასტუმროების და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი (მ-ჯგუფი) და მრავალი სხვა.

 
 
          

Copyright © Fiori Ltd. 2008
Developed by Studio CS