Georgian English 
თაიგულები საქორწილო თაიგულები არტ კომპოზიციები გვირგვინები გაფორმება N E W
ლოგ-ინი:
პაროლი:
 
დაკარგეთ პაროლი?
ანგარიში ჯერ არ გაქვთ?
შექმენით
Info: Your browser does not accept cookies. If you want to put products into your cart and purchase them you need to enable cookies.

  logo_mini.jpg
ყვავილების მაღაზია-სალონი ”ფიორი” 
შეკვეთის გაფორმებისა და  შესრულების პირობები:
  • იმისათვის, რომ თქვენი შეკვეთა შესრულდეს, საჭიროა მისი გაფორმება  მინიმუმ 24 საათით ადრე.
  • ექსპრეს შეკვეთა ფორმდება უშუალოდ მენეჯერთან შეთანხმებით,
ამისათვის  უნდა დაგვიკავშირდ10:00-დან 20:00-მდე ტელეფონის ნომრებზე:

აბაშიძის 46-ში –  (+995 32) 22-61-60, 877-416160  

ან პეკინის 37-ში  – (+995 32) 37-36-18, 877-413618

ან  მოგვწეროთ:  sales@fiori.ge

ან სურვილისამებრ მობრძანდეთ ჩვენს სალონში - აბაშიძის 46-ში ან პეკინის 37-ში
  •  ყვავილების სალონი ”ფიორი”   უფლებას  იტოვებს  შეკვეთაში ყვავილის და შესაფუთი მასალის ექვივალენტურ ჩანაცვლებას იმ პირობით, რომ საერთო დიზაინი, ფერთა გამა და ფასი იქნება შენარჩუნებული.
  • თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყვავილები ადგილზე მიტანით  ან მიტანის  გარეშე. ადგილზე მიტანის სამსახური მუშაობს ყოველ დღე, შეკვეთის შესრულება შესაძლებელია  დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.  ”მიტანის გარეშე” - თქვენ უნდა მიაკითხოთ შეკვეთას ჩვენს სალონში აბაშიძის 46-ში ან პეკინის 37-ში, სადაც იგი შეინახება  24 საათის განმავლობაში.
 თუ თქვენ გსურთ ყვავილები ადგილზე მიტანით, მაშინ უნდა დაიცვათ შემდეგი   პირობები:
  • ონლაინ შეკვეთის შემთხვევში ადგილზე მიტანას ვახორციელებთ თბილისის და მის შემოგარენ ტერიტორიაზე (მცხეთა-რუსთავი).აქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მიტანა ხდება მენეჯერთან უშუალო მოლაპარაკებითა და წინასწარი ანგარიშსწორებით.   თუ მიტანის მისამართი არ ჯდება ზემოთ აღნიშნულ ფარგლებში, ჩვენი მენეჯერი ეცდება დაგიკავშირდეთ. თუ ეს ვერ მოხერხდება შეკვეთა შესრულდება მიტანის გარეშე. თქვენი თაიგული შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს  ყვავილების სალონში (აბაშიძის 46-ში), სადაც იგი შეინახება  24 საათის განმავლობაში.
  • რეგისტრაციის დროს გთხოვთ  ყურადღებით შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა.  სრულად შეავსეთ თქვენი  და მიმღების რეკვიზიტები. მიუთითეთ  ზუსტი მისამართი,  (ქუჩა, ჩიხი, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისია მისამართთან ერთად მიუთითეთ კომპანიის დასახელება).  თუ ადგილზე მიტანა ვერ მოხერხდა ინფორმაციის უზუსტობის გამო  ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად.  თქვენი თაიგული შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს სალონში (აბაშიძის 46-ში), სადაც იგი შეინახება  24 საათის განმავლობაში.
  • სასურველია  მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი. მისი არქონის შემთხვევაში,  თუ მიმღები არ დაგვხდება ადგილზე, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ თაიგული დავუტოვოთ მესამე პირს (მეზობელს ან კოლეგებს) და შეკვეთა ითვლება შესრულებულად.  თუ ყვავილების გადაცემა ვერ მოხერხდა მესამე პირზეც თქვენი თაიგული შეინახება 24 საათის განმავლობაში ჩვენს სალონში (აბაშიძის 46-ში) და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.

ანგარიშსწორება - ჩვენი სალონი გთავაზობთ ანგარიშსწორების 2 სახეს:

  •  ბარათით გადახდა;
  • ანგარისწორება კურიერთან - კურიერი მოგაკითხავთ თქვენ, მოხდება ანგარიშსწორება და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდება შეკვეთა.
  გაცნობებთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად, კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირზე გადაცემას. მიმღებ თქვენი სურვილისამებრ გადაეცემა მხოლოდ ბარათ ტექსტით. საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია  საქართველოს ბანკის საბანკო სისტემით.

 

კურსი: 2.6000
კალათის ნახვა
თქვენი კალათა ცარიელია.

Copyright © Fiori Ltd. 2008
Developed by DoIT